სალომე სამადაშვილი - როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი ჩაანაცვლებს საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში - Palitra News

სალომე სამადაშვილი - როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი ჩაანაცვლებს საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში

2025-06-30 15:50:34+04:00

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სომხეთში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როგორც ჩანს, საქართველო იქეთ მიდის, რომ სომხეთი საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში, ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, „ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი სომხეთში მიზნად ისახავს ყველა იმ სიკეთის მინიჭებას სომხეთისთვის, რომელსაც საქართველო ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად უახლოეს მომავალში დაკარგავს“.