ირანის ინფორმაციით, 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში 935 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ირანის ინფორმაციით, 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში 935 ადამიანი დაიღუპა

2025-06-30 16:50:34+04:00

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიონისტური რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული 12-დღიანი ომის დროს, ამ დროისთვის 935 მოწამეა იდენტიფიცირებული“, - ციტირებს ირანული მედია სასამართლო ხელისუფლების პრესსპიკერს, ასღარ ჯაჰანგირს.

მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 132 ქალი და 38 ბავშვია.

შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, 12-დღიანი კონფლიქტის დროს ირანის საჰაერო იერიშებს ისრაელის 28 მოქალაქე ემსხვერპლა.