ხვალ, დილის 10:30-ზე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე გამამყუნებელ განაჩენს გამოიტანს და, მათივე შეფასებით, საინტერესო მხოლოდ ისაა, თუ რამდენთვიან პატიმრობას შეუფარდებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს. ამავე დროს, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სასამართლო მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გაითვალისწინებს.