განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე მიქანაძე უკვე წარადგინა - Palitra News

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე მიქანაძე უკვე წარადგინა

2025-06-30 21:16:35+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე მიქანაძე უკვე წარადგინა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კობახიძის თქმით, გამოცდილებიდან გამომდინარე, გივი მიქანაძე არის განათლების მინისტრის პოსტზე იდეალური კანდიდატი.

თავის მხრივ, ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს, 30 ივნისს დატოვა. წულაძე მინისტრად გასული წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. წულაძე მანამდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძემ გიორგი ამილახვარი შეცვალა.