ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ავრცელებენ განცხადებას, რომლითაც ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნებს კვლავ აპროტესტებენ. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნები სასამართლომ „მორჩილად დააკმაყოფილა“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ივნისში ბიურომ სასამართლოს მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოითხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების - წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, ჟურნალისტების, დამკვირვებლებისა და უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების შესახებ, ასევე, ბიურომ მოითხოვა ინფორმაცია მესამე სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით.