დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12-ი ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს 12-ი სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, 4 მლნ ევროს შეადგენს.
კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურების განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა, ამ მიმართულებით მთელი რიგი პრობლემებია, რადგან საქართველოში შესაბამისი კომპანიები ფიზიკურად არ არსებობენ.