უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნება - Palitra News

უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნება

2025-06-30 21:19:27+04:00

უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნება.

პარლამენტს ამ მიმართულებით “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომელიც დაჩქარებული წესით განხილვისთვის “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დააინიცირეს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის, უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი, სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.