პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს მოქმედებისკენ და "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს - Palitra News

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს მოქმედებისკენ და "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

2025-07-01 09:53:25+04:00

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს მოქმედებისკენ და "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი გუნდი პასუხისმგებელია როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე. ინსტიტუტი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მზია ამაღლობელისათვის ყველა ბრალდების მოხსნისკენ, მიიჩნევს უსამართლოდ დაპატიმრებულად და მას „ქართული მედიის წინააღმდეგობის სიმბოლოს უწოდებს.