ლილო არენაზე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭეროთ, საავტომობილო სლალომში სპორტულ ჟურნალისტთა შეჯიბრი გაიმართა - Palitra News

ლილო არენაზე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭეროთ, საავტომობილო სლალომში სპორტულ ჟურნალისტთა შეჯიბრი გაიმართა

2025-07-01 09:54:33+04:00

ლილო არენაზე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭეროთ, საავტომობილო სლალომში სპორტულ ჟურნალისტთა შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში 15 ჟურნალისტი მონაწილეობდა, ფინალურ ეტაპზე კი ხუთი საუკეთესო გავიდა.შეჯიბრის გამარჯვებული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მიხეილ აბაიშვილი გახდა. მეორე ადგილი პირველი არხის სპორტის დეპარტამენტის პროდიუსერმა, დავით კუჭავამ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ლაშა გოდუაძე გავიდა. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და ასოციაციის მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ. პროექტი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა.