ევროპა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს - უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების პაკეტებმა მნიშვნელოვნად უნდა იმუშაოს, რათა რუსეთმა ამ ომის მაღალი ფასი იგრძნოს. სანქციების წინააღმდეგია უნგრეთი, რის საპასუხოდაც ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხისმგებლობას გერმანიას აკისრებს და აცხადებს, რომ უნგრეთის დასარწმუნებლად გადამწყვეტი ნაბიჯები სწორედ გერმანიამ უნდა გადადგას. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოცემულ სიტუაციაში უკრაინა დიპლომატიურად და კონსტრუქციულად მოქმედებს, თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაზრდა აუცილებელი პირობაა, ამ პროცესში კი მისი ქვეყანა უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.