რუსეთის ქალაქებში - სარატოვსა და ენგელსში - აფეთქებების ხმები ისმოდა, ოთხმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა - Palitra News

რუსეთის ქალაქებში - სარატოვსა და ენგელსში - აფეთქებების ხმები ისმოდა, ოთხმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

2025-07-01 10:05:47+04:00

რუსეთის ფედერაციის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში, დღეს დილით აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის სირენების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სარატოვის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ასევე, დროებით დაიხურა ულიანოვსკის ოლქის ულიანოვსკის, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის 6 რეგიონის, დროებით ოკუპირებული ყირიმის და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიების ტერიტორიებზე 60 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

უწყების ცნობთ, 16 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს, 5 - კურსკში, 4 - სარატოვში, 2 - ბელგოროდის ოლქში, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებში კი - თითო-თითო.