„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამავე ბრალდებით დაკავებულ სხვა ყველა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ პატიმრობა უკვე მიუსაჯა, განაჩენის მოლოდინში მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილია. ოპოზიცია მზარდ რეპრესიებზე საუბრობს, მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების სურვილია, ამ გზით ოპონენტები ჩამოიშოროს. რა განცხადებები გაკეთდა სხდომის დასრულების შემდეგ?!