მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე 1-ელ ივლისს ჩანიშნული პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა - Palitra News

მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე 1-ელ ივლისს ჩანიშნული პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა

2025-07-01 12:44:37+04:00

მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე 1-ელ ივლისს ჩანიშნული პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა, მოსამართლეს განუცხადა, რომ 1-ელ ივლისს ბრალდებული ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვაა და სოლიდარობის ნიშნად სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებენ, მაგრამ, რადგან სხდომებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესის გადადებას ითხოვენ. აღნიშნულს პროკურორებიც დაეთანხმნენ და მოსამართლემ პროცესი 4 ივლისს გადადო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა 4 მოწმე პოლიციელი გამოკითხეს და წერილობითი მასალები გამოიკვლიეს.