პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, და ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.