გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქ. რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 44-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა - Palitra News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქ. რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 44-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

2025-07-01 12:46:58+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქ. რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 44-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. დავით სონღულაშვილმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოტენციალზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, როგორც მსოფლიოში აღიარებულ ღვინის სამშობლოს, ღვინის წარმოების 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციით.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 44-ე კონფერენციაზე, რომელსაც ფაოს წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი და 50-მდე მინისტრი ესწრებოდა, განხილვის მთავარი თემა - აგრო სასურსათო სისტემების არსებული მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო.