დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა - Palitra News

დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

2025-07-01 12:47:45+04:00

დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიება მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა. დაჭრილ მებრძოლებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. მან პატივისცემა გამოხატა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მიმართ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. დაჭრილმა მებრძოლებმა სტუმრებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ველორბოლასა და მშვილდოსნობაში საჩვენებელი შეჯიბრებებიც გამართეს.