1975 წელს სოხუმში ჟურნალი „რიწის“ პირველი ნომერი გამოვიდა, 50 წლის შემდეგ კი ჟურნალის საიუბილეო ნომერი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში გამოიცა - Palitra News

1975 წელს სოხუმში ჟურნალი „რიწის“ პირველი ნომერი გამოვიდა, 50 წლის შემდეგ კი ჟურნალის საიუბილეო ნომერი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში გამოიცა

2025-07-01 12:48:36+04:00

1975 წელს სოხუმში ჟურნალი „რიწის“ პირველი ნომერი გამოვიდა, 50 წლის შემდეგ კი ჟურნალის საიუბილეო ნომერი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში გამოიცა. პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ 2025 წლის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ნომინანტებს შორის იყვნენ პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ ოდიშარია და ქართველი სპორტსმენი, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.