ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი სამიტი 2026 წლის ივლისში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარდება, – ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომაზე დაადასტურა. ერდოღანის თქმით, ჰააგაში ნატო-ს ბოლო სამიტზე თურქეთმა ყურადღება თავდაცვითი ინდუსტრიის პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობასა და ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა. თურქეთის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მისი ქვეყანა სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად მყარ საფუძველს შექმნის. მანამდე, თურქული მედია წერდა, რომ სამიტი სავარაუდოდ სტამბოლში ჩატარდებოდა, გადაწყვეტილების ცვლილების მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია.