სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

2025-07-01 13:26:26+04:00

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დანიშვნას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„იმედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის საქართველოს ევროპულ გზაზე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზით. ევროპამ მხარი უნდა დაუიროს მათ, ვინც მის ღირებულებებს იცავს“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დანიამ დღეს პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა.