ავტომობილების იმპორტი 2.6%-ით შემცირდა, თუმცა გაძვირდა 13%-ით - Palitra News

ავტომობილების იმპორტი 2.6%-ით შემცირდა, თუმცა გაძვირდა 13%-ით

2025-07-01 13:59:29+04:00

ავტომობილების იმპორტი 2.6%-ით შემცირდა, თუმცა გაძვირდა 13%-ით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 76 017 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი დოლარია. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებული იყო 78 063 ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 1 მილიარდ 178 მილიონი დოლარი შეადგინა. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ერთი ავტომობილის იმპორტი 13%-ით გაუძვირდა. კერძოდ, შარშან ერთი ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 15 088 დოლარი ჯდებოდა, წელს კი ღირებულება 17 085 დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი რაოდენობის ავტომობილები აშშ-დან შემოვიდა. შემდეგ პოზიციებს კი ინაწილებენ იაპონია, კორეა, ჩინეთი და თურქეთ.