ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მისი შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება სერიოზულად აფერხებს ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის შესაძლებლობას. კულსის განცხადებით, კონგრესი მზადაა ითანამშრომლოს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, რათა უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.