„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეორგანიზაციის შედეგად საჯარო მოხელეების გათავისუფლება მათ ევროპული კურსისადმი ერთგულებას უკავშირდება. ოპოზიცონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს არის პირდაპირი და ღია თავდასხმა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე. გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართველი დიპლომატების თაობების მიერ 35 წლის განმავლობაში უმძიმეს ისტორიულ სიტუაციებში ნაშენები ინსტიტუტი, მაკა ბოჭორიშვილმა რამდენიმე თვეში გაანადგურა.