დანიამ პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით ოფიციალურად გადაიბარა - Palitra News

დანიამ პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით ოფიციალურად გადაიბარა

2025-07-01 15:48:02+04:00

დანიამ პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით ოფიციალურად გადაიბარა. - დასავლური მედიის ცნობით, ახალი თავმჯდომარე ქვეყნის 2 მთავარი პრიორიტეტი - უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობაა. დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავმჯდომარე ქვეყნის ამოცანა რთული გამოწვევაა, თუმცა ის უფრო რთული იქნება იმ უკიდურესი გაურკვევლობისა და არასტაბილურობის შედეგად, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას. პრემიერ-მინისტრი ევროპის უსაფრთხოების არასტაბილურობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ თავმჯდომარე ქვეყნის დღის წესრიგში მსოფლიოში არსებული მდგომარეობის დასტაბილურება დგას. დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მერვედ გახდა.