სამოქალაქო დაუმორჩილებლობა სერბეთში - 28 ივნისიდან ათიათასობით ადამიანი ქუჩაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პრეზიდენტის გადადგომის მკაფიო მოთხოვნით გამოვიდა. მომიტინგეების განცხადებით, ამ დროისთვის ძალაშია "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის" ახალი პროცესი. პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აქციის მონაწილეებს ტერორისტებს უწოდებს და გარე ძალების მიერ დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებს. მომიტინგეები კი აცხადებენ, რომ პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ, მანამ სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.