რუსეთის ფედერაციის 2 ქალაქში აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა, - გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობა 4-მა აეროპორტმა შეაჩერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის 6 რეგიონის, დროებით ოკუპირებული ყირიმისა და აზოვის ზღვების აკვატორიების ტერიტორიებზე 60 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების პაკეტებმა მნიშვნელოვნად უნდა იმუშაოს, რათა რუსეთმა ამ ომის მაღალი ფასი იგრძნოს. სანქციების წინააღმდეგია უნგრეთი, რის საპასუხოდაც ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხისმგებლობას გერმანიას აკისრებს და აცხადებს, რომ უნგრეთის დასარწმუნებლად გადამწყვეტი ნაბიჯები სწორედ გერმანიამ უნდა გადადგას.