საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე - “ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია - უპასუხოდ არ დავრჩებით - Palitra News

საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე - “ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია - უპასუხოდ არ დავრჩებით

2025-07-01 19:12:33+04:00

“ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია - ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, უპასუხოდ არ დავრჩებით, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ფრანგი მინისტრის თქმით, მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი კოლეგის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხებოდა.

“ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია.

დღეს [დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის] სტივენ დოუთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, და უპასუხოდ არ დავრჩებით”, - წერს ჰადადი.