8 ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე შეთანხმდა - რა გეგმა აქვს ოპოზიციას?! - Palitra News

8 ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე შეთანხმდა - რა გეგმა აქვს ოპოზიციას?!

2025-07-01 20:36:51+04:00

8 ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე შეთანხმდა, თუმცა პოლიტიკურ ველზე არიან ისეთებიც, რომლებიც არჩევნებს, როგორც ბრძოლის ერთ-ერთ მექანიზმს ისე უყურებს. მათ შორისაა ,,გახარია საქართველოსთვის" გუნდი და ,,ძლიერი საქართველო". ექსპრემიერის თანაგუნდელები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში იბრძოლებენ... ამასობაში პოლიტიკური ჯგუფების მიერ ბოიკოტზე შეთანხმების გამო, ელენე ხოშტარიამ, გედევან ფოფხაძემ და სამოქალქო აქტივისტებმა შიმშილობა შეწყვიტეს. რა გეგმა აქვს ოპოზიციას?!