გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ცნობილი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის უახლესი მცდელობაა. ამ გზავნილების გადასაცემად, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაიბარეს. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ თუ საქართველო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას არ დაუბრუნდება, მაშინ საპასუხო ნაბიჯები გადაიდგმება. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოში ექსტრემისტულ განწყობებს აფინანსებდა და საელჩოს ამ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები კი - განცხადების შინაარსს სრულად იზიარებენ და სანქციების დაწესების აუცილებლობას ხედავენ.