ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება - Palitra News

ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება

2025-07-01 20:40:05+04:00

ქვეითად მოსიარულე პირებს საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ცვლილებების თანახმად, დაჯარიმების შემთხვევაში მოქალაქეებს 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარის გადახდა მოუწევთ. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.... თუკი იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვეითი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი 200 ლარის ოდენობით.