დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ექსპრემიერ გიორგი გახარიას ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით დღეს გამოკითხავს. გახარია კომისიის წევრების კითხვებს დისტანციურად უპასუხებს. საგამოძიებო კომისია ყოფილ პრემიერ- მინისტრს დისტანციურად ჩართვაზე თავდაპირველად უარს ეუბნებოდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი აცხადებს, გიორგი გახარიას ვალდებულება ექნება, ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე ჩართვა არ გათიშოს. გახარიას გადაწყვეტილებას, კომისიასთან მეორედ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი კრიტიკულად აფასებს. მათი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს დროებით საგამოძიებო კომისიასთან მეორედ აღარ უნდა ეთანამშრომლა.