გააძევებს თუ არა ქართული ოცნება საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს - Palitra News

გააძევებს თუ არა ქართული ოცნება საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს

2025-07-02 09:44:25+04:00

გააძევებს თუ არა ქართული ოცნება საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს? - მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაჟღერდა განცხადებები, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩის ქმედებების საფუძველზე შესაძლოა მისი გაძევების საკითხი დღის წესრიგში დადგეს. ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ თუ საქართველო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას არ დაუბრუნდება, დიდი ბრიტანეთის მთავრობა საპასუხო ქმედებებს განიხილავს. ქართულ ოცნებას კი ბრიტანეთის ელჩის მისამართით კვლავ უცვლელი კითხვა აქვს, კერძოდ, დაარღვია თუ არა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ვენის კონვენცია. ბრიტანეთის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკულ გზავნილებს იზიარებენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები. მათი თქმით, ქართული ოცნების ქმედებები საბოლოოდ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მკაცრი სანქციების დაწესებას გამოიწვევს.