4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, საბოლოოდ, მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით მათი მიზანია "მეგობარი აქტის"მიმართ დადებითი პოზიცია გამოიხატოს.