ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დათანხმდა - Palitra News

ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დათანხმდა

2025-07-02 09:49:05+04:00

ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დათანხმდა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, აშშ ომის დასასრულებლად ყველა მხარესთან იმუშავებს. მისი თქმით, საბოლოო წინადადებას კატარელი და ეგვიპტელი შუამავლები წარმოადგენენ. უცხოურ მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა. როგორც მედია აღნიშნავს, პენტაგონის მიერ ზოგიერთი იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ, კონგრესში უკრაინის მოკავშირეები შიშობენ, რომ ქვეყანა რუსეთის შემდგომი საჰაერო დარტყმების დროს დაუცველი დარჩება. აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.