ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აქვს ზუსტი ინფორმაცია და პარტნიორებიც ადასტურებენ, რომ რუსეთისთვის სანქციები ნამდვილად მტკივნეულია. უკრაინის პრეზდენტმა რუსული აგრესიის დანაშაულის გამო სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ დოკუმენტებს ხელი მოაწერა. შეთანხმება უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის გაფორმდა. ზელენსკის თქმით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში და მსოფლიოსთვის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფაში. ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი აზერბაიჯანს ემუქრება, რაც ყველა პარტნიორმა უნდა აღიქვას, როგორც საფრთხე ყველასთვის, ვინც რუსეთთან ახლოსაა.