პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’ ლიდერი, გიორგი გახარია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს დღეს უპასუხებს - Palitra News

პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’ ლიდერი, გიორგი გახარია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს დღეს უპასუხებს

2025-07-02 12:40:13+04:00

პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’ ლიდერი, გიორგი გახარია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს დღეს უპასუხებს. დისტანციურ ჩართვაზე კომისიის თავდაპირველი უარის მიუხედავად, საბოლოოდ, გიორგი გახარია 16:00 საათზე, ქვეყანაში არ ყოფნის მიზეზით, დისტანციურად გამოიკითხება. ექსპრემიერის მზაობა, მეორედ ითანამშრომლოს კომისიასთან - კრიტიკის ობიექტი გახდა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების ფონზე, გახარიას გადაწყვეტილება არარელევანტურია. რა შეფასებები კეთდება საკითხზე პოლიტიკურ სივრცეში?!