საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე 7 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ. განაჩენის მოლოდინში ახლა მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილია. ამავდროულად, დროებითი საგამოძიებო კომისია, სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძისა და ნიკა გვარამიას უარის გამო, პროკურატურას მეორედ მიმართავს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, კოლეგებს ბრალი უფრო დაუმძიმდეთ. მათი შეფასებით, ქართული ოცნება კომისიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებს.