ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა - Palitra News

ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა

2025-07-02 12:42:00+04:00

ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა. ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრ, ბენჯამინ ჰადადის განცხადებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჰადადის ცნობითვე, შეხვედრის ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დოუთი იყო. შეხვედრას სხვა ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძირითადი გზავნილები მოვლენების შეფასებას და სანქციების დაწესებას შეეხებოდა. რა განცხადებები გაკეთდა საკოორდინაციო შეხვედრაზე?!