სამართალდამცავებმა, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 67 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.