ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს - Palitra News

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

2025-07-02 12:43:54+04:00

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. რუსული მედიის ცნობით, შიხლინსკი მოწმის სახით საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ ოფისში გადაიყვანეს. შიხლინსკის შვილის თქმით, დაკავებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აწარმოებდა. დიასპორის ლიდერის დაკავების პარალელურად, აზერბაიჯანში სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქეების ორ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას ბრალი წაუყენეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის მეგობრული ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია. 28 ივნისს ბაქომ ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა მოსკოვს ორი აზერბაიჯანელის მკვლელობის გამო, რაც, ოფიციალური ინფორმაციით, 27 ივნისის რეიდებისას მოხდა. მალევე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ ყველა რუსული კულტურული ღონისძიება გააუქმა, ხოლო 30 ივნისს პოლიცია ბაქოში რუსული მედიის, Sputnik-ის ოფისში შეიჭრა და შვიდი პირი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა.