აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მომავალ კვირაში ვაშინგტონში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებებს გამართავს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მომავალ კვირაში ვაშინგტონში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებებს გამართავს

2025-07-02 12:44:28+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მომავალ კვირაში ვაშინგტონში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ფიქრობს, რომ მომავალ კვირაში ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება. მისივე განმარტებით, ისრაელი „ღაზის სექტორში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დასასრულებლად აუცილებელ პირობებს დათანხმდა“. როგორც ტრამპი აღნიშნავს, საბოლოო წინადადებას კატარი და ეგვიპტე წარმოადგენენ და იმედოვნებს, რომ „ჰამასი“ ამ შეთანხმებას დათანხმდება.