ეკრემ იმამოღლუს დაკავებიდან მეასე დღეს სტამბოლში მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა. როგორც მედია წერს, დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე. თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა პრეზიდენტობის კანდიდატის, ეკრემ იმამოღლუს დაკავება სახელმწიფო გადატრიალებას შეადარეს. გუშინ თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში, მერიის 120-ზე მეტი თანამშრომელი დააკავა. კორუფციის ბრალდებით დაკავებულებს შორის არიან ყოფილი მერი და ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ რეგიონალური პრეზიდენტი.