სერბეთში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა მაგისტრალები გადაკეტეს. ბელგრადსა და სხვა ქალაქებში მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. აქციის მონაწილეებმა გზებზე საბურავები და ნაგვის კონტეინერები განათავსეს. შეფერხებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. როგორც მედია წერს, პოლიციამ, სულ მცირე, ერთი ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდნენ. სერბეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს არის დაგეგმილი.