თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გიორგი ბაჩიაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის 8986 ბიტკოინის გადახდა დაეკისრა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბიოტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშილს სასამართლომ 11 თვით თავისუფლების აღკვეთა 10 მარტს მიუსაჯა. უფლებადამცველების განმარტებით, თუკი გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.