რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

2025-07-02 15:49:50+04:00

რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, იერიშის შედეგად კუპიანსკის რაიონის სოფელ ვოლოსკა ბალაკლიაში, სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. რუსეთმა ასევე იერიში მიიტანა ხერსონში მდებარე საავადმყოფოზე, დაშავებულია სულ მცირე რვა პირი. დაშავებულებს შორის ხუთი პაციენტი და სამი ექთანია. თავდასხმის შედეგად დაინგრა საავადმყოფოს შენობა.