ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს - Palitra News

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

2025-07-02 15:51:02+04:00

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. რუსული მედიის ინფორმაციით შიხლინსკი მოწმის სახით საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ ოფისში გადაიყვანეს. მასთან ერთად მისი შვილიც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. დაკავებისას ძალოვნებმა შიხლინკსის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს. დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია. 28 ივნისს ბაქომ ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა მოსკოვს ორი აზერბაიჯანელის მკვლელობის გამო, რაც, ოფიციალური ინფორმაციით, 27 ივნისის რეიდებისას მოხდა. მალევე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ ყველა რუსული კულტურული ღონისძიება გააუქმა, ხოლო 30 ივნისს პოლიცია შეიჭრა ბაქოში რუსული მედიის, Sputnik-ის ოფისში და შვიდი პირი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა.