ზუსტად ერთ საათში გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ე.წ ჩორჩანას საქმეზე დისტანციურად გამოკითხავენ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ექნება ვალდებულება, „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს. ქართული ოცნების წევრები ოპოზიცონერი პოლიტიკოს აფრთხილებენ, რომ მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება , რომელიც სხდომას ჩაშლის ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და კომისიის წევრები საქმეს პროკურატურაში გადაგზავნიან.