უცხოური მედიის ინფორმაციით, „ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ღაზაში ომის დასრულებას გამოიწვევს. როგორც მედია იუწყება, ეგვიპტელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად დღეს კაიროში ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შეხვდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა.