საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო განაჩენს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი ელოდება. მის საქმეზე საბოლოო გადაწტყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ საგამოძიებო კომისიას ქართული ოცნება რუსეთის ინტერესების გატარებისთვის და ოპოზიციური პარტიების დევნისთვის იყენებს. ამბობენ რომ ციხეში მოხვედრილი ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავს მხნედ გრძნობს და საზოგადოებას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ბრალდებების პასუხად, ქართული ოცნების წევრები კი აცხადებენ რომ კომისიის სხდომაზე არ მისვლით და ციხეში მიზანმიმართული წასვლით ოპოზიციამ გარე ძალების დავალება შეასრულა.