პარლამენტის შენობის მიმდებარედ საპროტესტო აქცია 217 დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზა გუშინაც გადაკეტეს. მათი პოზიცია უცვლელია, ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. მიუხედავად ხანგრძლივი აქციებისა, დემონსტრანტები აცხადებენ რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.