უწყვეტს თუ არა აშშ ომში მყოფ უკრაინას სამხედრო დახმარებას?!- დასავლური მედიის ცნობით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იმ შეიარაღებასაც ეხება, რომელიც უკვე ამჟამად პოლონეთის ტერიტორიაზეა შეჩერებული. როგორც გამოცემები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, შეჩერებული იარაღების პარტია 100-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის რაკეტასა და ჰაერის თავდაცვის სისტემებს მოიცავდა. პენტაგონში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს. ამის ნაცვლად ტრამპს შესთავაზებენ სამხედრო დახმარების გაგრძელების იმ ვარიანტებს, რომლებიც ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მიზანს შეესაბამება.